×
საქართველო ღვინის სამშობლოა და კახეთი ქვეყანაში მეღვინეობის მთავარი რეგიონია. მისი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ქალაქი სიღნაღი მაღალი ქედიდან გადმოჰყურებს ალაზნის მწვანე ველს და კავკასიონის თოვლიან მთებს. შთამბეჭდავ ბუნებასთან ერთად, სიღნაღს გამორჩეული არქიტექტურული გარეგნობა აქვს და სწორედ ამიტომ ჰქვია ქალაქ-მუზეუმი.
რეაბილიტირებული ქალაქი, მისი პანორამული ხედები, სხვადასხვა ქართული ღვინო და უაღრესად გემრიელი ქართული კერძებით ცნობილი რესტორნები ყველა ტურისტის საყვარელი ადგილია. სიღნაღი ზაფხულში განსაკუთრებულ ტონუსს იძენს. მისი ბუნება, ისტორია, კულტურა თუ გასტრონომია წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე. იღნაღის შემოგარენში ბევრი საინტერესო ძეგლი და სანახაობაა, მათ შორის ქილაკუპრას ტალახის ვულკანები და იორის ეროვნული პარკი ქალაქის ეკოსისტემას ამდიდრებს. ასევე ახლოს არის ვაშლოვანის ეროვნული პარკი, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ტურისტებისთვის.
ახლახანს განახლებული „სასტუმრო ისტორია“ ქალაქის ძველ ნაწილში, 2 საუკუნის წინანდელ ისტორიულ შენობაშია განთავსებული. მისი დელუქსის აივნები და კომფორტული ოთახები გაამდიდრებს თქვენს მოგზაურობას
+995 599908908
info@hotelhistory.ge
სიღნაღი დადიანის N9

+995 599908908

info@hotelhistory.ge

სიღნაღი დადიანის N9